გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
        
გაკვეთილის მთავარი
           თემა
როგორ შეცვალა საქართველოს ბედი  კრწანისის
ბრძოლამ.   .ბარათაშვილის "ბედი ქართლისას
მიხედვით
სწავლის საფეხური
IX   კლასი 
მოსწავლეთა პროფილი
ჩვეულებრივი კლასი.30 მოსწავლე
    გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუა
ლურობა
გაკვეთილის აქტუალურობა განპირობებულია იმ პოლიტიკით, რომელსაც რუსეთი დღესაც ატარებს საქართველოს მიმართ. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ერეკლე მეფის და  სოლომონის დიალოგმა, აზრი გაიყო ორად: ერთნი მეფის თვალსაზ
რისს  იზიარებენ, მეორენი კი სოლომონ მსაჯულის.მოსწავლეებს უშუალოდ ჰქონდათ შეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან,ისინი სწორედ ამ გადასახედიდან შეაფასებენ პოემაში აღწერილ ისტორიულ და მხატვრულ რეალობას, დააკავშირებენ მას თანამედროვეობასთან.



გაკვეთილის მიზნები
და შედეგები


 გაკვეთილის მიზანია:
·         მოსწავლეებმა შეისწავლონ პოემა.
·         გაეცვნენ ნაწარმოების ძირითად პრობლემატიკას
·         გაეცვნენ იმდროინდელ ისტორიულ ვითარებას
·         მოიძიონ და განიხილონ გეორგიევსკის ტრაქტატი
·         მოიძიონ ისტორიული მასალები კრწანისის ბრძოლის შესახებ.
·         გაავლონ პარალელი და მოძებნონ განსხვავება პოემაში აღწერილ მხატვრულ სინამდვილესა და
ისტორიულ რეალობას შორის.

 გაკვეთილის შედეგები;
·          მოსწავლეს შეუძლია ტექსტზე მუშაობა და გამოყოფს მთავარ საკითხებს
·         შეუძლია დამოუკიდებლად შეაფასოს პოემაში გამოთქმული ორი თვალსაზრისი .
·         შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა და მხარს
უჭერს  რომელიმე თვალსაზრისს.
·         ერთმანეთთან აკავშირებს ფაქტებს და აკავშირებს
თანამედროვეობასთან.
·         შეუძლია ერთმანეთისაგან განასხვავოს ისტორიული და მხატვრული  რეალობა.
·         ისტის დახმარებით შეუძლია საჭირო მასალის მოძიება და მისი გამოყენება.
·         რუკაზე მოძებნის იმ ადგილებს, რომლებიც პოემაშია აღწერილი.
·         ტექსტობრივ მასალაზე დაყრდნობით განსაზღვრავს პოეტის მსოფლმხედველობას.
წინასწარი
               ცოდნა
·         ისტორიიდან იციან როდის დაიდო გეორგიევსკის
ტრაქტატი.
·         იციან კრწანისის ბრძოლა
·         იციან 1832 წლის შეთქმულება
·         იციან რა ნათესაური კავშირი არსებობდა .ბარათაშვილსა და ერეკლე  მეორეს შორის
შეფასების საგანი და
პროცედურები
·         შეფასდება მსჯელობის უნარი,ზეპირი პრეზენტაციის  უნარი.კრიტიკული აზროვნების უნარი. წერითი უნარი.(მიეცემათ ესე საწერად:
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი)
სასწავლო მასალები და
ტექნიკური საშუალებები
 მე9 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, ისტორიის სახელმძღვანელო. კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტში მოძიებული მასალები: გეორგიევსკის ტრაქტატი, გეოგრაფიული რუკები, კრწანისის ბრძოლის
ამსახველი მასალები,ბარათაშვილის გვარის გენეალოგია, სურათები. 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი მასალები. ფურცლები და კალმები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი











გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო
მენეჯმენტი








                      
გაკვეთილის ფორმა არის დისკუსია.საკლასო ოთახი მოწყობილია ისე, რომ ყველა ერთმანეთს ხედავს. ასევე ოთახში დგას კომპიუტერები და პროექტორი. ეკრანზე
ჩამოწერილია სადისკუსიო კითხვები.
მასწავლებელი შესავალ სიტყვაში საუბრობს .ბარათაშვილის ბიოგრაფიულ მასალაზე, ხაზს უსვამს მის ნათესაურ კავშირს ერეკლე მეორესთან,  შემდეგ ყურადღებას ამახვილებს სადისკუსიო თემაზე,ასევე აღნიშნავს ისტორიულ რეალობას პოემის დაწერის დროისათვის და სვამს სადისკუსიო თემას, როგორ შეცვალა საქართველოს ბედი, კრწანისის ბრძოლამ.

პროექტორის დახმარებით ეკრანზე ჩნდება კითხვების ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ:
1.     რა იცით  ისტორიიდან გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ?
2.     დაარღვია თუ არა რუსეთმა ეს ტრაქტატი,როცა კრწანისის ბრძოლაში ერეკლე მეფეს არ დაეხმარა?
3.     რატომ მაინცდამაინც არაგვის ხეობაში წყდება საქართველოს ბედი, აქვს თუ არა მას რაიმე დატვირთვა?
4.     დაასახელეთ ერეკლე მეფის არგუმენტები და დაასაბუთეთ მათი სისწორე ან  პირიქით.
5.     დაასახელეთ სოლომონ მსაჯულის არგუმენტები და დაასაბუთეთ რამდენად სწორია ან მცდარია ის.
6.     რომელი პერსონაჟის სიტყვებით ამბობს მწერალი
სიმართლეს და ემთხვევე თუ არა მის თვალსაზრისს
პოეტისა.
7.     ვისი სიმართლე დაასაბუთა ისტორიულმა რეალობმ?
8.     როგორ აისახება დღევანდელობაზე ერეკლე მეორის
ნაბიჯი?
9.     როგორ დააკავშირებდით ისტორიას 2008 წლის
აგვისტოს ომთან?
სადისკუსიო საკითხების ამოწურვის შემდეგ ვატარებ გამოკითხვას: ვინ თვლის , რომ ერეკლე მეფის მიერ გადადგმული ნაბიჯი უალტერნატივო
იყო? მიღებულ შედეგს გამოვხატავ დიაგრამებით.
შემდეგ ვაძლევ  წერით საშინაო დავალებას სჯობს
მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი მხატვრული ესე. მოსწავლეები შეფასდებიან: რამდენ გამართულად და არგუმენტირებულად მსჯელობდნენ და თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ .
მოსაზრებებს.



No comments:

Post a Comment