შეფასების სქემა

IX კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 3. მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლე-ბის ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.


ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის, განსხვავე-ბული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილო-ბითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატე-გიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.



ესეს შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი № 1
დავალების პირობის ადეკვატური გაგება

ქულა
1
დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული
1
2
დავალების პირობა ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული
0
კრიტერიუმი №2
მსჯელობის დასაბუთება

ქულა
1
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთბული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით
3
2
მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით.
2
3
მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია
1
4
მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია
0



კრიტერიუმი №3
ორიგინალური აზროვნება და ზოგადი განათლება

ქულა
1
ნაშრომში გამოვლინდა ორიგინალური აზროვნება და ზოგადი განათლება

1
2
ნაშრომში არ გამოვლინდა ორიგინალური აზროვნება და ზოგადი განათლება
0
კრიტერიუმი №4
ნაშრომის აგება

ქულა
1
ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს. აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.

1
2
ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ან  იგი ორგანიზებული არა არის.
0
კრიტერიუმი №5
ლექსიკა და სტილი

ქულა
1
აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი. გვხვდება 3 სტილისტური ხარვეზი.
1
2
ნაშრომში გვხვდება 3-ზე მეტი სტილისტური შეცდომა

0
კრიტერიუმი № 6
მორფოლოგია, ორთოგრაფია

ქულა
1
არ არის დაშვებული 2-ზე მეტი შეცდომა
1
2
დაშვებულია 2-ზე მეტი შეცდომა
0
კრიტერიუმი № 7
 სინტაქასი

ქულა
1
არ არის დაშვებული 2-ზე მეტი შეცდომა
1
2
დაშვებულია 2-ზე მეტი შეცდომა
0
კრიტერიუმი №8
პუნქტუაცია

ქულა
1
არ არის დაშვებული 3-ზე მეტი შეცდომა
1
2
დაშვებულია 3-ზე მეტი შეცდომა
0



ტექტის ანალიზი მოცემული მითითების მიხედვით
შეფასების კრიტერიუმები
(შემუშავებულია სტანდარტის გათვალიწინებით)
№ 1
ნაშრომის აგება

1.     
ნაშრომი პასუხობს  მითითებებს
2
2.     
ნაშრომი პასუხობს მხოლოდ ერთ მითითებას
1
3.     
ნაშრომი შესრულებულია ორი-სამი წინადადებით.
0

№2
მოსაზრებების არგუმენტირება და შესაბამისი ციტირება

1
მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით.
3
2
მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით./ან ზოგან აზრი ბუნდოვანია.
2
3
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით./ან ბევრ შემთხვევაში აზრი არ არის ნათლად გადმოცემული.
1
4
სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია / ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით.
0

№3
დამოუკიდებელი აზროვნება

1
მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მოსწავლეს შეუძლია მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი შთაბეჭდილება და ტექსტის მთავარი სათქმელი.
2
2
ნაწილობრივ  გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მოსწავლე ახერხებს თავისი შთაბეჭდილებისა და ტექსტის მთავარი სათქმელის გადმოცემას.
1
3
არ  გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მოსწავლე ახერხებს თავისი შთაბეჭდილების გადმოცემას, თუმცა ვერ ხვდება ტექსტის მთავარ სათქმელს./ ან ვერ გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას და ახერხებს მთავარი სათქმელის გადმოცემას.
0

№4
ფაქტობრივი შეცდომა

1
არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა.
1
2
დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა.
0


№5
მართლწერის საკითხები (სტილისტური, სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციური შეცდომები)

1
არ არის დაშვებული 4-ზე მეტი შეცდომა.
2
2
არ არის დაშვებული 7-ზე მეტი შეცდომა.
1
3
დაშვებული 7-ზე მეტი შეცდომა.
0





No comments:

Post a Comment